კუს ტბა (თბილისი)

კუს ტბა (თბილისი)

პატარა ტბა თბილისში, ვაკე-საბურთალოს რეგიონის სამხრეთ ნაწილში, მთაწმინდის ჩრდილოეთ კალთაზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 687 მ. ტბის სახელწოდება მომდინარეობს ამ ადგილებში მცხოვრები კუების სიმრავლიდან.
კუს ტბა პოპულარული დასასვენებელი ადგილია ქალაქ თბილისის მაცხოვრებლებისთვის და სტუმრებისთვის, ტბის ირგვლივ არის კეთილმოწყობილი პლაჟი. ტბამდე მისვლა შესაძლებელია გზის საშუალებით ან საბაგირო მანქანით პარკიდან. ტბის დასავლეთით არის თბილისის ეთნოგრაფიული ღია ცის ქვეშ მუზეუმი. ტბაზე ეწყობა კატამარანის გაქირავება. მიმდებარე ტერიტორია აღჭურვილია სპორტული მოედნებით, სასეირნო ბილიკებით, მიმდებარედ არის რამდენიმე კაფე და რესტორანი. კუს ტბა უკავშირდება მთაწმინდის პარკს 6-კილომეტრიანი აღჭურვილი საფეხმავლო ბილიკი.
GPS: 41.700354, 44.754441

Print Friendly, PDF & Email

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *