საფეხმავლო ბილიკი მთაწმინდა – კუს ტბა (ქ. თბილისი)

საფეხმავლო ბილიკი მთაწმინდა – კუს ტბა (ქ. თბილისი)

მთაწმინდის ქედსა და კუს ტბის დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკი.
მთაწმინდა – ვერიწყარო – მთაწმინდის ქედისა და კუს ტბის დამაკავშირებელი ლაშქრობა იწყება პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩის მოედნიდან (GPS 41.700542, 44.788294) და მიუყვება მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ კალთას ვერისწყაროსკენ. შემდეგ ბილიკი მთაწმინდის ქედზე გადის კუს ტბამდე და მთავრდება მის ნაპირთან. ეს ბილიკი და მისი ბილიკების ქსელი საშუალებას გაძლევთ მოინახულოთ ისეთი ადგილები, როგორიცაა ვერისწყარო, მთაწმინდის პარკი და ბულბულებისჭალა. ბილიკის გასწვრივ მრავალი ადგილიდან იშლება ულამაზესი ხედი საქართველოს დედაქალაქ თბილისზე და მის შემოგარენზე.
ბილიკის სიგრძე: 8,6 კმ
ხანგრძლივობა: 3 სთ 50 წთ
ბილიკის სირთულე: მარტივი

Print Friendly, PDF & Email

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *