მუსიკალური ჯგუფი Bedford Falls

მუსიკალური ჯგუფი Bedford Falls

Bedford Falls არის ქართული როკ ჯგუფი. იგი შეიქმნა 2014 წელს. 2022 წლისთვის მასში შედიან: დათო ჯიქია (ვოკალი, რიტმული გიტარა), მიხეილ კალანდარიშვილი (წამყვანი გიტარა), გიორგი მიგრიაული (ბასი გიტარა) და სანდრო დიასამიძე (დასარტყმელი საკრავები). მათი მუსიკა მოიცავს ინდი როკ სიმღერებს, რომელთა უმეტესობა ინგლისურ ენაზეა. ჯგუფის ყველაზე ცნობილ სიმღერებს შორისაა “Thrill is Gone”, “მეოცნებე ერთხელ”, “Vidal Loco”.
ჯგუფის სახელწოდება “Bedford Falls” აღნიშნავს ამავე სახელწოდების ქალაქს 1946 წლის ცნობილ ფილმში It’s a Wonderful Life.
მუსიკოსები ერთმანეთს თეატრალური ინსტიტუტის ანიმაციის განყოფილებაში შეხვდნენ. ჯგუფ “ლუსილის” პირველი სიმღერა დათო ჯიქიამ, სანდრო კერაულმა და სანდრო დიასამიძემ მადაენის ბაღში დაწერეს.

Bedford Falls Facebook-ზე
Bedford Falls YouTube არხი
ბედფორდის ჩანჩქერის კონცერტი ანაკლია 15.08.2022წ.

Print Friendly, PDF & Email

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *