თბილისის წყალსაცავი

თბილისის ზღვა წყალსაცავია თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით. მდებარეობს ზღვის დონიდან 535 მეტრ სიმაღლეზე, სიგრძე 9 კმ, სიგანე 1,8 კმ-მდე. მაქსიმალური სიღრმე 45 მ, საშუალო სიღრმე 26 მ. შევსება ხდება გაზაფხულზე, ხოლო წყლის გამოყენება – ზაფხულში და შემოდგომაზე. ახლოს არის თბილისის დენდროლოგიური პარკი. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია პირობითად გამოდგება მის ირგვლივ ერთდღიანი ლაშქრობისთვის.…




